erimedia_ravk/BS8zeoPSR.jpeg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

erimedia_ravk/BS8zeoPSR.jpeg
21 მაი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიგით მეშვიდე ვიზიტია კიევში.

უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან უკრაინის დასაცავად ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ახლა უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა უკრაინა გადარჩეს და პუტინის ჯარები მალე არ აღმოჩნდნენ ჩვენს საზღვრებთან“, – განაცხადა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას.

ბერბოკის თქმით, გლობალურმა საჰაერო თავდაცვის ინიციატივამ, რომელიც მან თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად წამოიწყო, თითქმის მილიარდი ევრო შეაგროვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების დამატებითი მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს. ყველა დეტალს გულდასმით ვსწავლობთ და წინ წავიწიეთ „პეტრიოტის“ კომპლექსების დამატების კუთხით“, – განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ 17 აპრილს წამოიწყო ინიციატივა დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოძიებაზე, რომლებიც უკრაინას უნდა გადაეცეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო