გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ომი ევროპაში შესაძლებელია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი საზოგადოებაში ახალი მენტალიტეტის დამკვირდების მოწოდებით გამოდის. მინისტრს მიაჩნია, რომ ისეთი კრიზისების ფონზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია, ევროპაში ომის საშიშროება არსებობს.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას: ”ჩვენ უნდა გავხდეთ შესაფერისი ომისთვის”, - განაცხადა მან.
ამავე დროს, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, დასძინა მინისტრმა.
ბორის პისტორიუსმა ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შემცირებას.