erimedia_ravk/hbSPJpESg.jpeg

გია ვოლსკი - გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც

ამბები
გია ვოლსკი - გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც
ამბები

გია ვოლსკი - გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც

erimedia_ravk/hbSPJpESg.jpeg
20 მაი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ მიზეზია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების წარმართვისთვის.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ კანონში არაფერია რუსული და ამ თემას სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, არ არსებობს კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი და ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც.

„ეს არის დამოკიდებულება და ევროდირექტივა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნებმა. გერმანია ამის წინააღმდეგია, საფრანგეთმა უკვე სენატში წარადგინა და ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურების ჩართვას ამ საკითხებში, მათ შორის ფარული მიყურადებით. არის მეორე საკითხი, რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მთავარი არაა ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი, საქართველოში მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ესაა პროცესების რევოლუციური გზით, დესტაბილიზაციისკენ წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ იმის განხორციელება, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა ზელენსკიმ, როდესაც მიმართა საპროტესტო აქციას და რისთვისაც ელჩი გაიწვია. ესაა ჩვენი ჩართვა იმ პროცესებში, რასაც საომარი მდგომარეობა ჰქვია. საქართველოს უკრაინიზაცია, როგორც უკრაინას, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არის ის ამოცანა, რისი რეალიზაციის მცდელობასაც ახლა ვადევნებთ თვალს.

არ იქნება ეს კანონი, იქნება სხვა მიზეზი, მაგრამ დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება, არაფერი რუსული აქვს და ეს ყბადაღებული თემაც სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული. არ შეიძლება, გულწრფელი ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთისკენ მიდის. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სასარგებლოდ არცერთი ნაბიჯი არ გაუკეთებია. ვინც ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, ყველას ჩადენილი აქვს მთავარი დანაშაული ხალხის მიმართ, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს უპირატესობა ჰქონოდა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები განლაგებული ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო