გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - როცა შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - როცა შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - როცა შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული

23 ივლისი, 2022

erimedia_ravk/q9RCT8gVR.webp

როდესაც შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული - მისი[სალომე ზურაბიშვილის] ბოლო კომენტარები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის შეფასებით, ის შეცდომები, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა, მის ავტორიტეტს პოზიტიურად არ წაადგება. „სალომე ზურაბიშვილი აყენებს წინადადებას, რომ თავად ჩაუდგება დეპოლარიზაციის პროცესს სათავეში. ასეთი მცდელობა ჰქონდა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე რევოლუციური პროცესების განვითარების მცდელობა თვალსაჩინო იქნებოდა. ორი სერიოზული ფაქტი უნდა გაითვალისწინოს მან და საზოგადოებამ, ვისაც ასე გულუბრყვილოდ წარმოუდგენია, რომ ეს მართლაც შესაძლებელია. ეს არის საკონსტიტუციო მოთხოვნებით განსაზღვრული მისი საქმიანობის ფორმატი და პიროვნული რესურსი. როდესაც, შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული, მით უმეტეს არც შეცდომები გაქვს დაშვებული, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, თუნდაც ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მის გამონათქვამებს თუ მივიღებთ მხედველობაში. ჩვენ ასევე გვახსოვს ხისტი, უცენზურო გამონათქვამები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მის მიმართ მასზე ზეგავლენის, ან ბულინგის მოპოვების მიზნით. ის შეცდომები, რაც ჩვენ აშკარად დავინახეთ, რა საკვირველია, მის ავტორიტეტს პოზიტიურად არ წაადგება. პიროვნული განწყობის მიუხედავად, არ შემიძლია, ვერ დავაყენებ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. მისი[სალომე ზურაბიშვილის] ბოლო კომენტარები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა. თუნდაც, რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს და პრორუსული ნიშნები აქვს ხელისუფლებას, ან თითქოს, ევროკავშირთან ისეთი დაპირისპირება გაგვაჩნია, რაც ვერ გამოსწორდება, მთელი რიგი შეფასებები“,- აღნიშნავს გია ვოლსკი. ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება „ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ“. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12-პუნქტის შესასრულებლად შექმნილი კომისიების მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო