გია ხუხაშვილი - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს

ამბები/ წყარო: kvirispalitra.ge
გია ხუხაშვილი - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს
ამბებიწყარო: kvirispalitra.ge

გია ხუხაშვილი - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/l8b3P3M4R.jpeg

პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.

"ეს ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს - თუ ვსაუბრობთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე, პირველ რიგში, ეს უნდა ასოცირდებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალებასთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი პრობლემას ხედავს იმაში, რომ არჩევნების ელექტრონულად ჩატარება არ გულისხმობს „ხმის მიცემას დისტანციურად“.

„მოგეხსენებათ, საქართველოდან მიგრაცია ძალიან მაღალია და შეიძლება ითქვას, რომ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება და აქ ცხოვრება უნდა და სხვადასხვა გარემოების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ღირსეულად დასაქმების საშუალება არ აქვს, გასულია საზღვარგარეთ, მათ თუ არ მიეცათ ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნება არასაკმარისი რეფორმა იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს რეალურად ლეგიტიმური ხელისუფალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აძლევს ხმას.

აღნიშნული ინიციატივა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამყარო წინ მიდის - არსებობს დაცვითი ტექნოლოგიები. ჩვენ ველოსიპედს ხომ არ ვიგონებთ, რამდენ ქვეყანაშია უკვე ნაცადი ეს და შესაძლებელია გავიზიაროთ ეს გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც უკვე რამდენიმე არჩევნები არის ჩატარებული ამ სისტემით, სისუსტეები გამოვლენილი არის, აპრობირებულია სისტემები, შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ კონსულტაციები უნდა მიიღოს, რათა ეს თანამედროვე გამოცდილება გაიზიაროს და დანერგოს.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე, პირველ რიგში, ეს უნდა ასოცირდებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალებასთან. ყველა ქვეყანაში გაბნეულები არიან ქართველები. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ საელჩოში ან საკონსულოში მივიდეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა არ აქვს ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჩვენ ამ ხალხს პატივი უნდა ვცეთ იმდენად, რომ თავისი ქვეყნის ხელისუფლების არჩევის უფლება უნდა დავუბრუნოთ, რომელიც, ფაქტობრივად, წართმეული აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. ინიციატივის თანახმად, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ „აქ საქმე არ ეხება დისტანციურად, სახლიდან ხმის მიცემას“. კობახიძის განცხადებით, დისტანციური ხმის მიცემის საკითხი, მათ შორის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შემთხვევაში, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო