გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა

13 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/1dwTetiVR.jpeg

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამკვირიანი სწავლება ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და მასობრივი იარაღისგან თავდაცვის მომზადებას ითვალისწინებდა.

„სამხედროები სახმელეთო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ლიდერობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს გაეცნენ. სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მომავალი ლიდერის გამოვლენა, რომელიც ქვედანაყოფში ათეულის, ოცეულის ან ასეულის დონეზე სამეთაურო რგოლში გააგრძელებს კარიერას.

კურსის გამოშვების ღონისძიება კოჯორში, ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და კურსის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო