erimedia_ravk/plpd63CVg.jpeg

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს!

ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს!
ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს!

erimedia_ravk/plpd63CVg.jpeg
21 ივლ

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში ითამაშებს! ტრანსფერი გადაწყვეტილია და ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

"ეკიპის" ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე ლონდონშია. "გენტსა" და "უოტფორდს" შორის შეთანხმება მიღწეულია, გიორგი ინგლისურ კლუბში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავა.

მანამდე ჩაკვეს ფრანგულ "მეცში" გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფრანგული კლუბის ტექნიკური შტაბის გაურკვევლობამ და დროის მოთხოვნამ ქართველ შემტევ ნახევარმცველს ინგლისური პროექტის არჩევა გადააწყვეტინა.

გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა "დინამო თბილისში" დაიწყო, 2018 წელს კი ბელგიურ "გენტში" გადავიდა, სადაც თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ მიიღო მძიმე ტრავმა, რის გამოც პრაქტიკულად 2 სეზონი გამოტოვა. "გენტში" 24 წლის ქართველმა 81 თამაშში თავი 8 გოლით და 19 საგოლე პასით გამოიჩინა. ბელგიელებმა ისე ჯერ "ჰამბურგში" გაანათხოვრეს, მერე ბრატისლავის "სლოვანში", სადაც გასულ სეზონში 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 9-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

"უოტფორდი" ჩემპიონშიპში თამაშობს, რომლის პირველ ტურში 5 აგისტოს, "ქპრ"-ს უმასპინძლებს. ინგლისურ კლუბში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი კი ბრემენის "ვერდერისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფრანგი მცველი, ვალერიან ისმაელია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო