გიორგი ჩიქოვანმა გაზის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გიორგი ჩიქოვანმა გაზის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამბებიწყარო: 1tv.ge

გიორგი ჩიქოვანმა გაზის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/aMvMaUnVg.jpeg

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.

კერძოდ, საუბარი შეეხო ევროპაში ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციასა და მოწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო მარეგულირებელ ჩარჩოს. გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო პანელის მუშაობაში, რომელიც შეეხებოდა გაზის მარაგების დივერსიფიკაციას, ბუნებრივი აირის შიდა წარმოებას, გაზის ინფრასტრუქტურას და სხვა. თავის გამოსვლაში, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მზარდ როლსა და სამომავლო გეგმებზე.

„საქართველომ, ბოლო წლებში, შეძლო ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებული და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება და ამ შედეგით მაგალითი შეიძლება იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ენერგომომარაგება ერთ მიმწოდებელზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ფორმულას წარმოადგენს დივერსიფიკაცია, რეგიონული ინტეგრაცია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განახლებად ენერგეტიკაში ინვესტირება,“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოდან ევროპის ბაზარზე როგორც ელექტროენერგიის, ისე განახლებადი ენერგიის წყაროების, მაგალითად, მწვანე წყალბადის ექსპორტის შესაძლებლობებზე.

„საქართველოს, რომელსაც უზარმაზარი ჰიდრორესურსები გააჩნია, შეუძლია, მწვანე წყალბადის წარმოება და ექსპორტი. საერთაშორისო ენერგოვაჭრობა სწრაფად ვითარდება და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და დამატებით, სუფთა ენერგიის მიმწოდებლის ფუნქციასაც შევიძენთ,“ – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ დელეგაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ალბანეთი, თურქეთი და საქართველო. მონაწილეობდნენ დელეგაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ალბანეთი, თურქეთი და საქართველო.

ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო