გიორგი გახარია - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში ივანიშვილია - „ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გიორგი გახარია - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში ივანიშვილია - „ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გიორგი გახარია - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში ივანიშვილია - „ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია

3 ივნისი, 2022

erimedia_ravk/KtYsO8rng.webp

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის სათავეში ფორმალურად, ვერც მთავრობის ხელმძღვანელი და ვერც პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნებიან.

„ზურაბიშვილმა ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა; მისი თქმით, წელიწადნახევარია ქვეყანაში პრობლემები დაიწყო დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და კიდევ სხვა მიმართულებით. ისიც თქვა, რომ წელიწადნახევარია თვალით არ უნახავს ბიძინა ივანიშვილი. ამაში არის რაღაც სიმბოლური, ქვეცნობიერთან დაკავშირებული რამ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია და ვერ იქნება ვერც ფორმალურად, მთავრობის ხელმძღვანელი ან პარტიის ხელმძღვანელი, აქ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს როგორმე მოვერიოთ, ჯერ ობიექტურად შევაფასოთ, სად ვართ და რა მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დღეს არა თუ პროევროპულია ან პრორუსულია, არამედ „პრობიძინურია“.

„ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია, სამწუხაროდ, არც პროქართული არ არის. „ოცნება“ არის თავისიანი, მას უნდა ძალაუფლება ჰქონდეს. პრობიძინურია. მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ამ კონსოლიდირებული ძალაუფლების შენარჩუნებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დებატების დაანონსების საკითხზე.

გახარიას განცხადებით, მაშინ, როდესაც უახლოეს კვირებში უნდა გადაწყდეს საკითხი, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მსგავსი დებატების გამართვა არასწორია და ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ერთმანეთი ლანძღონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო