გიორგი მამარდაშვილმა „ალავესთან“ პენალტი მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
2 სექ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ალავესს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა „ალავესის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც თამაშის დასაწყისში მის კარში დანიშნული პენალტი მოიგერია.
ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში უკვე 4 მატჩი ჩაატარა - 2 მოიგო, 2 კი წაგებით დაასრულა.