საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს.
მიქაუტაძემ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. „აიაქსი“ ფრანგულ „მეცს“, სადაც მიქაუტაძე აქამდე თამაშობდა, 16 მილიონ ევროს და 3-მილიონიან ბონუსს გადაუხდის.
ქართველი თავდამსხმელის გაფორმებას „აიაქსმა“ Twitter-ზე ქართულენოვანი პოსტი მიუძღვნა.