გიორგი ვაშაძე - საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ვისაც სურვილი აქვს ჩაერთონ პროცესში, კარი ღიაა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გიორგი ვაშაძე - საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ვისაც სურვილი აქვს ჩაერთონ პროცესში, კარი ღიაა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გიორგი ვაშაძე - საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ვისაც სურვილი აქვს ჩაერთონ პროცესში, კარი ღიაა

25ივლისი, 2022

erimedia_ravk/6uELIqg4R.webp

დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ფორმატში ოპოზიციონერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ ჩაერთონ პროცესში, კარი ღიაა. „პროდუქტიული და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. სამი მიმართულება გავიარეთ 12 საკითხიდან. გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ. სასამართლოზე იცით, რომ ხუთშაბათს გვექნება მეორე შეხვედრა. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა. რაც შეეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, პრინციპში ფუნდამენტურად შეთანხმებულები ვართ და ის კანონი, რომელიც რეგისტრირებულია, სამოქალაქო სექტორთან გავლილია, მცირე ცვლილებები შევა ამ კანონში, სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინებით და ეს კონკრეტული კომპონენტი 12 პუნქტიდან დახურულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ რეალური საქმის კეთება იმიტომ, რომ მართლა გულწრფელად ვამბობ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ახლა არის ზუსტად ეგ დრო, კანონები დასაწერია, შესათანხმებელია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სამოქალაქო სექტორთან, გასავლელია საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ფართომასშტაბიანი და ზეინკლუზიური პროცესი დავიწყეთ. ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, კარი ღიაა, დაგვიკავშირდით, მოიტანეთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ ვადა გვაქვს ძალიან მცირე და შეზღუდული, ამიტომ ინტენსიური სამუშაო პროცესი მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო