გიორგი ვოლსკი - თუ პროფესიონალ ადამიანებს სამსახურიდან მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ, ეს დასაძრახია და ამ პირებმა სასამართლოს უნდა მიმართონ
31 აგვისტო, 2022

სახელმწიფო სისტემაში, პარლამენტსა თუ მთავრობაში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომელიც თავისი პოლიტიკური გემოვნებით არ ემთხვევა მთავრობის ან უმრავლესობის პოზიციას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან უნდა იყოს განთავისუფლებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერო, გიორგი ვოლსკი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, წალენჯიხის მერმა „ქართული ოცნების“ მომხრეები სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ეს არის ფორმულა, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს. თუ პროფესიონალი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია, არასწორია და ამ პირებმა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიმართონ“, - აცხადებს ვოლსკი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო