გიორგი ვოლსკი და ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

ამბები/ წყარო: parliament.ge
გიორგი ვოლსკი და ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
ამბებიწყარო: parliament.ge

გიორგი ვოლსკი და ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/dBe1Szn4g.jpeg

საქართველოს პარლამენტში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრები გაიმართა.

ელჩს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი შეხვდა.

მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე მომავალი ურთიერთობების თემაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების და კულტურის საკითხებზე. საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივები დავსახეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმაც გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

„შეხვედრა ახლად დანიშნული ელჩის ინიციატივით გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გავცვალეთ. დიპლომატს ვესაუბრე პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. გავაცანი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია. ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაზე. იმედი გამოვთქვი, რომ კონფლიქტი, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებითა და შეთანხმებით გადაწყდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანმა.

erimedia_ravk/f1v8Iz7Vg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო