გიტანას ნაუსედა - რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დამარხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი - პუტინის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
გიტანას ნაუსედა - რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დამარხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი - პუტინის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა
ამბებიწყარო: imedinews.ge

გიტანას ნაუსედა - რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დამარხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი - პუტინის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

30 სექ

erimedia_ravk/0dLiTO44g.jpeg

დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დამარხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი. დღეს პუტინის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპორიჟიეს რეგიონების ანექსიის შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილება უკანონო და ბათილია.

"ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს ფასის გადახდა. მას მოუწევს პასუხის გაცემა ბუჩაზე, ირპინზე და იზიუმზე. კრამატორსკში გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისთვის და ზაპორიჟიეში ჰუმანიტარულ კოლონაზე ბოლო სისხლიანი თავდასხმისთვის. ასევე, ბირთვული და ენერგეტიკული შანტაჟისთვის. უკრაინა არასოდეს დაივიწყებს ამ დანაშაულებს და არც ჩვენ, ლიეტუველები დავივიწყებთ. ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი დღეს უკრაინაში წყდება. უკრაინაში წყდება მთელი ევროპის ბედი.

თუ ჩვენ ახლა არ შევაჩერებთ აგრესორს , მაშინ, ვრისკავთ ყველაფრის დაკარგვას, რაც ჩვენ შევქმენით სამ ათწლეულზე მეტი ყოველდღიური მძიმე შრომით. ამიტომ ლიეტუვა არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ ცრუ „რეფერენდუმებს“ და არც მათ შედეგებს. ისევე როგორც არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. მთელი ცივილიზებული სამყარო იმავეს გააკეთებს. ყირიმი, ხერსონი, ზაპორიჟიე​, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მის საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი საერთაშორისო სანქციების დაწესებას. ეს არის ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ ბნელ დროს, რომელიც ყოველთვის გათენებამდე დგება, ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას მოაწერა ხელი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო