erimedia_ravk/2UDPYYh4R.jpeg

გიული ალასანია სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

ამბები
გიული ალასანია სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ამბები

გიული ალასანია სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

erimedia_ravk/2UDPYYh4R.jpeg
12 იან

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი ავთენტური არ არის.

გიული ალასანიას თქმით, არც ჩანაწერის მოსმენას აპირებს და მას მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

"მე არ მომისმენია და არც ვაპირებ. მე ამის შესახებ გავიგე ჟურნალისტისგან და ის რაც მე იქ მითხრეს, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ არცერთ წელს, არცერთ მდგომარეობაში, მე მაგისთანა აზრი არ შეიძლებოდა რომ მქონოდა," - განაცხადა გიული ალასანიამ.

"კურიერის" კითხვაზე - განიხილავს ან განიხილავდა, თუ არა რუსეთის როლს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნების პროცესში? - გიული ალასანია პასუხობს, რომ - "არასოდეს არ მახსოვს, რომ მაგ თემაზე გველაპარაკოს."

ცნობისთვის, გავრცელებულ სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო