erimedia_ravk/HD9uAvF4R.jpeg

გიული ალასანია: თავი შეიკავეთ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან!

ამბები
გიული ალასანია: თავი შეიკავეთ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან!
ამბები

გიული ალასანია: თავი შეიკავეთ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან!

erimedia_ravk/HD9uAvF4R.jpeg
1 დეკ

ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ასევე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

„ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას, ამ საკითხს არავითარ შემეთხვევაში ზერელედ არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრან და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო