გივი მიქანაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და „გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს“

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გივი მიქანაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და „გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს“
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გივი მიქანაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და „გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს“

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/0o9A9cW4g.webp

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, იმით, რომ „სამართლიანი არჩევნები” ამდენი დღის განმავლობაში პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა და „გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს“.

როგორც მიქანაძემ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე განუცხადა, მმართველი გუნდი ელოდებოდა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში “ისფედის” მხრიდან საჯარო განცხადება გაკეთდებოდა, ამის ნაცვლად კი “თავდასხმა მიიღეს”. მისი თქმით, ბრალდება, რომ ამ ორგანიზაციის დისკრიმინაციას ახდენენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„ძალიან დიდ რეიტინგს ანიჭებთ "სამართლიან არჩევნებს", თუკი სასწორზე დებთ, რომ „სამართლიანი არჩევნების” არ მოწვევის გამო ქვეყანას, შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე ეთქვას უარი, მითუმეტეს იმ ორგანიზაციის გამო, რომელმაც რევოლუციური სცენარის განვითარებას პირდაპირ შეუწყო ხელი და პოლიტიკურ პროცესში შევიდა თვენახევრის წინ. ეს ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია არ და ვერ არის იმიტომ, რომ პოლიტიკურ პროცესში შევიდა და ის წარმოადგენს მხარეს, ის არ არის ნეიტრალური, აპოლიტიკური ორგანიზაცია. პირველი შეხვედრის დაწყებისთანავე გავაკეთე განცხადება, რომ კარს არ ვხურავთ, მზად ვართ, “ისფედი” ჩაერთოს, თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც თვენახევრის წინ დაიწყო და რაზეც დღემდე უარი არ განუცხადებიათ. ჩვენ ველოდებოდით, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მათი მხრიდან გაკეთდებოდა კონკრეტული, ძალიან მკაფიო საჯარო განცხადება. ამის ნაცვლად მივიღეთ თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები და მათი პოზიცია, თითქოს ვებრძვით ამ ორგანიზაციას და მათ დისკრიმინაციას ვახდენთ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ძალიან ბევრი კრიტიკული ორგანიზაციაა, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატებში პლატფორმამ წარმოადგინა და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ორგანიზაციების მიმართ არაფერი განგვიცხადებია. საუბარი გვაქვს აპოლიტიკურობასა და ნეიტრალურობაზე - ამ ორგანიზაციამ დაკარგა ეს და იმით, რომ ამდენი დღის განმავლობაში არ გაემიჯნა პროცესს, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, პლატფორმამ რომც წარადგინოს, მონაწილეობას ვერ მიიღებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, მიქანაძე ამბობს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობით პლატფორმამ” „ისფედთან” და საიას-სთან ერთად კიდევ ორი ორგანიზაცია წარადგინა, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ვერ ესწრებიან, თუმცა პროცესში ჩართულები რჩებიან.

მისი თქმით, “რისკი იმისა, რომ სამუშაო ჯგუფებში ინკლუზიურობა არ იყოს, არ არსებობს”.

“სამართლიან არჩევნებთან” ერთად პლატფორმამ წარმოადგინა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “მრავალეროვანი საქართველო” და “საზოგადოებრივი დამცველი”. ეს ოთხი ორგანიზაცია პროფილურად საარჩევნო დაკვირვებას ინტენსიურად ახორციელებენ. საია-მ განაცხადა, რომ დროებით წყვეტენ მონაწილეობას, მაგრამ პროცესიდან არ გადიან, რისი დამადასტურებელიცაა, რომ მან კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნა ჩვენ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. “მრავალეროვანმა საქართველომ” მოიწერა წერილი, რითაც უარს არ ამბობენ პროცესში მონაწილეობაზე. სოლიდარობაზე საუბარი არ არის. უბრალოდ მათ აქვთ დღეს გასვლითი დიდი ღონისძიება, რის გამოც ვერ ახერხებენ მონაწილეობას. რაც შეეხება “საზოგადოებრივ დამცველს”, მის ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. არც ის ემიჯნება პროცესს, მაგრამ ქალაქიდანაა გასული და დღევანდელ პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ინკლუზიურობა არის”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება “სამართლიან არჩევნებს” არ მისცა. ორგანიზაციის სოლიდარობის ნიშნად სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა დროებით შეწყვიტა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც”.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო