erimedia_ravk/tDYzao1VR.jpeg

გორის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ამბები
გორის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ამბები

გორის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

erimedia_ravk/tDYzao1VR.jpeg
16 თებ

გორის მუნიციპალიტეტში გზები თოვლისგან მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამინდის გაუარესების გამო, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებსა და შუქნიშნებთან ტექნიკური მარილი დაყარა. ცენტრალური გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხო გადადგილების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გაკეთდება”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო