გორის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ მიუღიათ.
მომდევნო წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან 67 საშემოსავლოა, მომდევნო წლის ბიუჯეტი 2022 წლის ბიუჯეტს 13 მილიონ ხუთასი ათასით აღემატება.
სხდომა მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც მერისთვის დასმულ კითხვებს მოჰყვა. „ნაცმოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ბიუჯეტი აცდენილია გორის მოსახლეობის ინტერესებს და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
ახალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული, კულტურული და ახალგაზრდული პროექტები, ასევე, გარემოს დაცვა, განათლება და ჯანდაცვა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო