„ბორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„ბორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„ბორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს

9 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/5FaGvMiVR.jpeg

ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს.

„ღორჯომი მთა-ლეკნარი კურორტი-ბახმარო“ - ასე ჰქვია სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტს, რომელიც გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს. ინფოტური სოფელ ღორჯომიდან დაიწყო და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე დასრულდა.

ღორჯომის ხეობაში, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. უკვე მზადაა პროექტი, რომელიც გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს.

ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო