გორში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გორში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გორში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/b-megA74R.webp

გორში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამარ მურალოვა. მათ მადლობა გადაუხადეს სასწავლო კურსის ინიციატორებს და შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა. აქ მიღებული ინფორმაცია მათ საქმიანობის უკეთესად დაგეგმვაში და ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. ყველა დამეთანხმებით, რომ მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება, აუცილებელი პირობაა სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი სასწავლო კურსის ინიციატორებს და ორგანიზატორებს. შეხვედრის მონაწილეებს კი გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.

ცნობისთვის, ტრენინგ - კურსის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანია. შეხვედრა სსიპ აწარმოე საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო