გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
7 სექტემბერი, 2022

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და სამინისტროს სხვა დანაყოფები.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას და ნარკორეალიზატორების დაკავებას.
„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქალაქ გორში ჩატარებულია მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი თელიამ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
