გრიგორი კარასინი - ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
13 სექტემბერი, 2022

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კარასინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წყალობით მოხერხდა.
კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დეესკალაციისთვის ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რადგან სომხეთმა ოფიციალურად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ).
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო