გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/atPEc3M4g.png
ფოტო: Shutterstock.com

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა, ამ სერვისით, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ. პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მომსახურება 100%-ით ფინანსდება. შესაბამისად, მათ არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ.

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდებათ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი - 70%-ით. როგორც მედიასთან შეხვედრისას, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამიამ აღნიშნა, ისინი, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს გადაიხდიან და ნებისმიერი სხვა დამატებითი გადასახადისგან თავისუფალია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა, პაციენტებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირება.

„თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ, მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაჯარიმდება დაწესებულება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს - კათეტერიზაცია და ქირურგია. პირველის შემთხვევაში ოპერაციების ღირებულება 2065-დან 10406 - ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი - 7331-დან – 47720-ლარამდე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ, უკვე ჩატარდა 125 თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი ოპერაცია. მათში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო