erimedia_ravk/bb6zOZaVR.jpeg

გურამ მაჭარაშვილი - აქციაზე ადამიანები გულწრფელად გამოხატავდნენ პროტესტს, რადიკალურ ოპოზიციას კი ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა

ამბები
გურამ მაჭარაშვილი - აქციაზე ადამიანები გულწრფელად გამოხატავდნენ პროტესტს, რადიკალურ ოპოზიციას კი ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა
ამბები

გურამ მაჭარაშვილი - აქციაზე ადამიანები გულწრფელად გამოხატავდნენ პროტესტს, რადიკალურ ოპოზიციას კი ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა

erimedia_ravk/bb6zOZaVR.jpeg
8 მარ

რადიკალურ ოპოზიციას არც კანონი აინტერესებს და არც გამჭვირვალობა, მას აინტერესებს მხოლოდ არეულობა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ხალხის გულწრფელი პროტესტის გამოყენებას შეეცადა.

„გუშინ ვიხილეთ, რა იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი ჯერ პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ჯერ კიდევ დაუწერელ კანონპროექტს უწოდეს რუსული. საერთოდ არც იყო დაინიცირებული, როდესაც რუსული უწოდეს. მიზანი გასაგები იყო, როგორ უნდოდათ ქართული კანონპროექტის რუსულად ე.წ. დაბრენდვა. შემდეგ სამწუხაროდ, საზოგადოებამ იხილა ის რადიკალური პროცესები, რასაც ვითომ მშვიდობიანი აქცია დაარქვეს. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, მაგრამ ამ გულწრფელი პროტესტის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, რატომაც არ უნდათ გამჭვირვალობა და საჯაროობა.

სამწუხაროდ, ამას ეხმიანება ისიც, რომ კრამონი პირდაპირ აანონსებს რევოლუციური სცენარის მსგავსად, როგორც მოხდა უკრაინაში. მიზანი უკვე ცხადია. მგონი, საზოგადოებამ დაინახა, რა უნდოდა და რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას. არც კანონი აინტერესებს, არც გამჭვირვალობა და არც ინფორმირებული მოქალაქე, მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობა. საზოგადოებამ უმეტესწილად იცის, თუმცა შევეცდებით, უფრო მეტად ავუხსნათ, რას ნიშნავს გამჭვირვალობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო