გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Lo93c7WVg.webp

აშშ-ს საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით, რომ ის კოორდინირებდა, ახალისებდა არასამთავრობო სექტორის მიერ წამოწყებული იმ გაყალბებული შედეგების შესაბამისად საბოტაჟს, რასაც რადიკალური ოპოზიცია წლინახევრის განმავლობაში აწარმოებდა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვებასა და ამის თაობაზე აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, „ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა“.

„როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ საელჩო გამიჯვნოდა იმ რადიკალური ოპოზიციის პროცესებსა და რიტორიკას, სამწუხაროდ, არ გაემიჯნა. პირიქით, ამ განცხადებით დაადასტურა ის, რომ თურმე ორგანიზაცია, რომელიც აყალბებს შედეგებს და ეს აღიარებულია საჯაროდ, შემდგომ ცდილობს, რომ საზოგადოება თვენახევრის განმავლობაში სიცრუეში აცხოვროს, ამის შემდგომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, უნდა, რომ ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბოს, შემდგომ დადგეს იმ რადიკალების გვერდით, რომელიც ითხოვს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წალეკვას, ასეთი ორგანიზაცია თურმე ყოფილა მაღალი ხარისხის სანდო ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს არის საელჩოს მხრიდან ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

როდესაც ჩვენ კითხვის ნიშნები გვქონდა იმის შესახებ, რომ საელჩოს მხრიდან ხომ არ იყო ეს წახალისებული, სამწუხაროდ, მისი ყოველი გამოსვლა ამას ადასტურებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მან განმარტა, როცა საუბარია საჯაროდ და საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებზე, საყოველთაოდ აღიარებულია ფაქტია ის, რომ ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლები იმიტომ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეს თავად აღიარა და თანამდებობიდან გადადგა. მაჭარაშვილის, თქმით, ამ გაყალბებული შედეგების შესახებ საელჩომ იცოდა.

„ყველაზე სამწუხაროა რეალობა, რასაც ჩვენ დავარქვით მწარე სიმართლე, რომ დღესაც იმავეს ამბობს საელჩო, რომ ასეთი ორგანიზაცია თუ არ იქნება ჩართული პროცესებში თურმე ის არ იქნება გამჭვირვალე და სანდო. ანუ სანდო არის ის ორგანიზაცია, რომელზეც საელჩო იტყვის, რომ ეს არის მისი ნდობით აღჭურვილი ორგანიზაცია და ასეთი სახეზე გვაქვს, საყოველთაოდ აღიარებული გამყალბებელი „ენჯეო“, რომელმაც თავად აღიარა გაყალბება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ ღირებულებებს ქართული საზოგადოება და ზოგადად დემოკრატიული საზოგადოება არ აღიარებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო