გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა პატრონყმური ურთიერთობები
16 სექტემბერი, 2022

პარტნიორული ურთიერთობა როდესაც გაქვს სახელმწიფოსთან, შენ გინდა ამ სახელმწიფოში მშვიდობა და არ ემიჯნები ისეთი ტიპის განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ ან ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისკენ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ კითხვები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა პატრონყმური ურთიერთობები - როდესაც ვხედავთ, რომ ელჩი და მისი წარმომადგენელი მოსამართლეს იბარებს და ანგარიშს სთხოვს, გეუბნება რომელი კანონი მიიღო და რომელი - არა, საგარეო პოლიტიკური კურსი როგორი უნდა გქონდეს და როგორ არ გქონდეს, ამას არაფერი საერთო არა აქვს პარტნიორულ ურთიერთობებთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
