გურამ მაჭარაშვილი - შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას - საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გურამ მაჭარაშვილი - შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას - საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გურამ მაჭარაშვილი - შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას - საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/4kw0qGz4R.webp

ეს შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას -საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში, მანამდე ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც როგორც ივანიშვილმა, ისე აშშ- ის ელჩმა დაადასტურა შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია, საჭიროა სხვა კითხვებსაც პასუხი გაეცეს და ითქვას, რაზე იყო საუბარი. „არსებობს კითხვა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და ეს შეხვედრა პრინციპში არ უარყო არც აშშ- ის ელჩმა, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, რომ 3 საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის, ჩვენი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მას შემდგომ რაც ერთმა მხარემაც და მეორემაც დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგა და ეს ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში ან მანამდე ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო და ამ კითხვებზე კარგი იქნებოდა ეპასუხა,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს, როგორც თავად ამბობს იმისთვის, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია გაუზიაროს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო