erimedia_ravk/TTNGS0-4R.jpeg
(Photo - europop)

"გველის ახალ სახეობას ეკუთვნის: ის უბრალოდ არ გშხამავს, თან გკბენს და გჭამს" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ქართველით გაოცებულია

ამბები
"გველის ახალ სახეობას ეკუთვნის: ის უბრალოდ არ გშხამავს, თან გკბენს და გჭამს" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ქართველით გაოცებულია
ამბები

"გველის ახალ სახეობას ეკუთვნის: ის უბრალოდ არ გშხამავს, თან გკბენს და გჭამს" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ქართველით გაოცებულია

erimedia_ravk/TTNGS0-4R.jpeg
(Photo - europop)
13 მარ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, რომელიც ატალანტას წინააღმდეგ გაიტანა, იტალიურ მედაში მთავარ განსახილველ თემად იქცა. Sky Sport-ის ყოველკვირეულ გადაცემა Sky Calcio Club-ში კვარას გოლს ბევრი დრო დაუთმეს.

ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის შედევრზე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა, ლეგენდარულმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ, თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ და ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ ისაუბრეს. სამივე მათგანი აღტაცებულია. აი, რა თქვეს:

ჯუზეპე ბერგომი:

"ატალანტასთან კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი ულამაზესი იყო - ერთ-ერთი ულამაზესი, რაც კი ბოლო წლებში მინახავს. მისი შეჩერება რომ მეცადა, მეც მიწაზე დავეცემოდი. როდესაც კვარა გეთამაშება, დროს გპარავს. ის ძალიან კარგი იყო. თუ გვინდა, რომ ამ ეპიზოდში აუცილებლად მცველების ხარვეზები დავინახოთ, მაშინ ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მწვრთნელის სიტყვები უნდა გავიხსენო, რომელიც ამბობდა, რომ მცველმა მეტოქეს მაისურის ნომერი არ უნდა დაანახოს, შესაბამისად, არ უნდა შემობრუნდეს. ხვიჩა დრიბლინგებში კაკას მსგავსად სწრაფია? ასეთი შედარება თუ უნდა გავაკეთოთ, მაშინ ვიტყვი, რომ მსგავს რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა".

აღსანიშნავია, რომ დი კანიომ კვარაცხელიაზე საინტერესო პარალელი გაავლო და ქართველი შემტევი შხამიან გველს შეადარა.

"რასაც ეს ბიჭი აკეთებს, გეტყვით, რომ გველის ახალ სახეობას ეკუთვნის: ის უბრალოდ არ გშხამავს, არამედ თან გკბენს და გჭამს... გოლის მომენტის ამ წამებში ის არის არა ახალი თაობის, არამედ მომავალი თაობის კომპიუტერი. სიჩქარეში მესიც არამიწიერია, მაგრამ კვარა დრიბლინგებს ძალიან სწრაფად აკეთებს, მიუხედავად მისი დიდი გაბარიტებისა. კვარაცხელია ამას ზებგერითი სიჩქარით აკეთებს".

მარკო ბუჩანტინი (ჟურნალისტი):

"ქარიშხალივითაა. ვერ ხედავ, გატყუებს და დიდ ზიანს გაყენებს. ის მეტოქეებში მოლოდინის სტრესს ქმნის. როდესაც შენთან ახლოსაა, იცი, რომ თამაშში ქარიშხალია და ამ ხმაურს ყოველთვის გრძნობ. სწორედ ეს გაგიჟებს და ხელს გიშლის მშვიდად თამაშში. ყველაზე კარგი ტრანსფერია ფასის და ხარისხის შეხამებით? მხოლოდ მილანში კაკას გადასვლას შემიძლია შევადარო, მაგრამ მე ბრაზილიელსაც მირჩევნია. კვარა საქართველოში თამაშობდა და არა ბრაზილიაში, სადაც ტალანტები ხეებზეც იზრდებიან. თავიდან ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ არ ვიცოდით, როგორ გამოგვეთქვა მისი გვარი, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება ყოფილიყო. ატალანტასთან გოლის შემდეგ სპალეტიმაც კი ხელები ცაში აღმართა და თვალებს არ უჯერებდა".

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო