erimedia_ravk/jQVe3HqVg.jpeg

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება

ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება
ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება

erimedia_ravk/jQVe3HqVg.jpeg
25 ივლ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის ექვს თვეში, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 31 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 173 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 12-ში.

საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 44 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30-ში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში  ინსპექტირება  83 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. სერტიფიკატი გააუქმდა 12 კომპანიას. ინსპექტირების პროცესი  სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 143 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 6274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო