erimedia_ravk/e4VEKTH4R.jpeg

"გვსურს, საქართველოს გავლით მივიღოთ ელექტროენერგია" - რაზე შეთანხმდნენ ორბანი და ღარიბაშვილი

ამბები
"გვსურს, საქართველოს გავლით მივიღოთ ელექტროენერგია" - რაზე შეთანხმდნენ ორბანი და ღარიბაშვილი
ამბები

"გვსურს, საქართველოს გავლით მივიღოთ ელექტროენერგია" - რაზე შეთანხმდნენ ორბანი და ღარიბაშვილი

erimedia_ravk/e4VEKTH4R.jpeg
27 ოქტ

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ელექტროენერგია, რითაც ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს დავზოგავთ, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ვიქტორ ორბანის თქმით, თუ უნგრეთს ელექტროენერგია მომავალში პირდაპირ მიეწოდება, ბუნებრივი აირის შეძენა აღარ მოუწევთ.

"შეხვედრებზე ასევე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან, საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ენერგია. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება უნგრეთიდან მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანი მოხარულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სრულად იზიარებს აღნიშნულ ინიციატივას.

„ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკული და მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ენერგორესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ შედეგი იქონიოს არა მარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ ძალიან დიდი მასშტაბით შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის უნგრეთისთვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან," - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო