ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი "მრავალჟამიერით" გაიხსნა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი "მრავალჟამიერით" გაიხსნა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი "მრავალჟამიერით" გაიხსნა

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/IO8km7GVR.webp

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე ყველა ქვეყანამ თავისი კულტურა, ტრადიციები და კულინარია წარადგინა.

წლევანდელი საფესტივალო ღონისძიებები „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. ფონდ „World of Diaspora“-ს დამფუძნებელმა, ლალი ბუთბაიამ მომღერლების ნაწილი თბილისიდან, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვია.

„ბედნიერი ვარ, რომ მოხერხდა საფესტივალო პროგრამის ქართული კონცერტით გახსნა. დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო ამ საკითხის მოგვარებაში. რაც მთავარია, ჩვენი ინიციატივა მოიწონეს ორგანიზატორებმა და დათანხმდნენ ქართველებს გაეხსნათ კონცერტით ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. ქართული ხელოვნება და პოლიფონია დიდ საქმეს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში“, - აღნიშნა ლალი ბუთბაიამ.

საკონცერტო პროგამის გარდა, საქართველოს პავილიონში ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები იქნა გამოფენილი, მათი შემოქმედებით რიგითი ვიზიტორების გარდა, სხვა ქვეყნების ელჩებიც დაინტერესდნენ. მათ შორის უკრაინის ელჩიც აღმოჩნდა, რომელსაც ერთგვარი გიდობა საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ გაუწია.

„საელჩოების ფესტივალს აქვს ორი კომპონენტი: ერთია, საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა, მეორე კი - მუსიკა. ძალიან გვიხარია, რომ საფესტივალო პროგრამა „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. სასიხარულოა, რომ უამრავი ადამიანი მოდის ჩვენს პავილიონთან და ეცნობა ჩვენს კულტურას, აგემოვნებს ქართულ კერძებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა დავით სოლომონიამ.

ტრადიციულად, ჰოლანდიელების, ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი ტურისტების ყველაზე გრძელი რიგი საქართველოს პავილიონთან დადგა.

„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს პავილიონთან დიდი რიგი დგას. მე შეგნებულად დავარქვი რესტორანს „სოხუმი“, რითაც პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ კულინარიას და მოსულ სტუმრებს შევახსენებ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ. ბედნიერი ვარ, რომ ქართული სამზარეულო დიდ პოპულარიზაციას უწევს უცხოეთში ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა იზოლდა კვიციანმა.

საელჩოების ფესტივალს ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე მწერალი და მთარგმნელი. პირველი ქართულ-ჰოლანდიელი ლექსიკონის შემდგენელი, არჩილ ჯავახაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მსგავსი აქტივობები საქართველოს პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების ფესტივალი ტრადიცილულია და ყოველ წელს, სექტემბრის დასაწყისში იმართება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო