„ჰამასის“ წარმომადგენელი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ისრაელთან ტყვეების გაცვლა არ მოხდება
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ისრაელთან ტყვეების გაცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სალეჰ ალ-არურმა „ალ ჯაზირასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
არურის თქმით, მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან, ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც ადრე ისრაელის ჯარში მსახურობდნენ.
მისივე თქმით, ისინი არ გათავისუფლდებიან, სანამ ცეცხლი არ შეწყდება და ყველა დაკავებული პალესტინელი არ გათავისუფლდება.
„დაე, ომმა თავისი გზით იაროს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ“, – განაცხადა არურმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო