erimedia_ravk/NLbkohgIR.jpeg

ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ამბები
ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
ამბები

ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

erimedia_ravk/NLbkohgIR.jpeg
21 აგვ

ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაკარგულ 1000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ CNN იუწყება. უკანასკნელი ცნობებით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად სულ მცირე 114 ადამიანია დაღუპული, ათასობით ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ. გავრცელებული ცნობით, მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.

ამასთან, როგორც CNN წერს, ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების შესყიდვა უცხოელმა დეველოპერებმა უკვე დაიწყეს.

მაუის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა უცხოური კომპანიები გააფრთხილა, რომ ყველა ასეთ შემთხვევას შეისწავლიან, ხოლო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი დაწესდება. მისივე თქმით, მაუის მიწა ადგილობრივებს ეკუთვნით, რომლებიც ხანძრის შემდეგ განადგურებულ სახლებსა და ინფრასტრუქტურას თავად აღადგნენ.

გუბერნატორის შეფასებით, მაუის თითქმის 6 მილიარდი დოლარის ზარალი ემუქრება. ხანძრის შედეგად 2200-ზე მეტი შენობა განადგურდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო