ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია
16 აგვ
აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
შტატის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, უკვე შემოწმებულია სტიქიური უბედურების ზონის მეოთხედ ნაწილზე მეტი. ცხედრების მოსაძებნად სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსაც იყენებენ.
მისივე თქმით, მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება.