erimedia_ravk/jhhNhNPSg.png

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე 4 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

ამბები
ჰელსინკის კომისიის სხდომაზე 4 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება
ამბები

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე 4 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

erimedia_ravk/jhhNhNPSg.png
18 მაი

4 ივნისს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მათი გავლენის შესახებ, ასევე აშშ-ის პოლიტიკის პოტენციური საპასუხო ზომების შესახებ მოსმენა გაიმართება, სადაც წამყვან ექსპერტებს მოუსმენენ.

როგორც ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე მოუსმენენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩსა და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროს მკვლევარს, ნატალი საბანაძეს და საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩსა და „რენდის კორპორაციის“ უფროს მკვლევარს, უილიამ კორტნის.

„ცოტა ხნის წინ რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ასახავს მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის ღია ანტიდასავლურ ნაბიჯს, ამასთანავე, დაახლოებას რუსეთთან და ისეთ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია. სამი ათწლეულის პროდასავლური, დემოკრატიზირებული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონმდებლობისა და პოლიტიკის უხეშად მიღებით. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიული ვექტორის გადახედვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალკვირიანი მასობრივი პროტესტი გამოიწვია და ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს არღვევს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის სრული ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს არღვევს. ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ შეიძლება, რისკის ქვეშ დადგეს გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია. შეერთებულ შტატებში კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ხანგრძლივ, დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის პოტენციური ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვების, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს პროდემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მოსკოვისკენ და მზად არის, ამ მისწრაფებისას დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო