erimedia_ravk/d3I4zt4Ig.webp

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ომთან დაკავშირებით დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს

ამბები
„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ომთან დაკავშირებით დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს
ამბები

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ომთან დაკავშირებით დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს

erimedia_ravk/d3I4zt4Ig.webp
3 ნოე

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელ-ღაზის ომზე დუმილს დაარღვევს და დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნასრალას გამოსვლა, სავარაუდოდ, ჯგუფის სამომავლო ნაბიჯებზე მიუთითებს, იმ დროს, როდესაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები და ისრაელის არმია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ინტენსიურ დაპირისპირებაში არიან ჩართულნი.

როგორც მედია წერს, „ჰეზბოლას“ ლიდერის მოსალოდნელმა განცხადებამ გააჩინა იმის შიში, რომ ტერიტორია შეიძლება კონფლიქტის კიდევ ერთი ფრონტი გახდეს. დაჯგუფებამ ისრაელზე თავდასხმები გააძლიერა. თავის მხრივ საპასუხო ნაბიჯებს დგამს ისრაელიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე მხარემ საშიში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა და დარტყმების უმეტესობა სასაზღვრო ზონით შემოიფარგლება.

„ჰამასმა“ თავის მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდა, ბრძოლას შეუერთდნენ; ჩნდება კითხვები, უპასუხებს თუ არა „ჰეზბოლა“ ამ მოწოდებებს.

„ჰეზბოლა“, რომელსაც, „ჰამასის“ მსგავსად, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ლიბანში ყველაზე დიდი პოლიტიკური და სამხედრო ძალაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ „ჰეზბოლა“ მეორე ფრონტს გახსნის, ისრაელი „წარმოუდგენელი“ მასშტაბის პასუხს გასცემს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო