„Highlander სვანეთი, საქართველო“ - ლაშქრობის გლობალური პროექტი იწყება
23 აგვისტო, 2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერს პიტერ ვოთსონს მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის „Highlander“-ის მსოფლიო ელჩი და სამოგზაურო პლატფორმა “Atlas & Boots”-ის ბლოგერი საქართველოში პროექტში „Highlander სვანეთი, საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილმა მოგზაურმა ბლოგერმა თბილისი დაათვალიერა, პიტერ ვოთსონი მესტიას, უშგულს, ჰაწვალს, ქორულდის ტბებს, სტეფანწმინდას, ჯუთას, გერგეტის სამებასა და გველეთის ჩანჩქერის მოინახულებს.
ტურის ფარგლებში პიტერ ვოთსონი სოციალურ ქსელებსა და სამოგზაურო პლატფორმისთვის “Atlas & Boots” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ბლოგებს მოამზადებს. გამოცემას მთელ მსოფლიოში თვეში 250 000 მკითხველი ჰყავს.
HIGHLANDER Georgia-ს მიზანია ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა.
HIGHLANDER GEORGIA ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში გაიმართება.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შანლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში), სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, თიბისი ბანკი, „ჯეოლენდი“, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე, „ტერმინალი“, სოციალური მედია პარტნიორია - „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.