ჰუბერტ ქნირში - ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჰუბერტ ქნირში - ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჰუბერტ ქნირში - ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/f_AQ8oZ4R.jpeg

ერთი რამ ნათელია, გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება, – ამ შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

როგორც ქნირში აცხადებს, გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელი არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. ოთხი წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და გვიზიარებდნენ სამომავლო გეგმებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი უფლებამოსილი წარმომედგინა გერმანია საქართველოში. გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელები არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ.

ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში.

ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო