erimedia_ravk/sElb2lkSg.jpeg

იაპონიამ მთვარისკენ რაკეტა წარმატებით გაუშვა

ამბები
იაპონიამ მთვარისკენ რაკეტა წარმატებით გაუშვა
ამბები

იაპონიამ მთვარისკენ რაკეტა წარმატებით გაუშვა

erimedia_ravk/sElb2lkSg.jpeg
7 სექ

იაპონია მორიგი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარისკენ მისია წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა H-IIA მთვარის ორბიტას 4 თვეში მიაღწევს, ერთი თვის განმავლობაში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ირგვლივ იმოძრავებს და მის ზედაპირზე დაჯდომას ამის შემდეგ, სავარაუდოდ თებერვალში შეეცდება.

მისიის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. წარმატების შემთხვევაში იაპონია მეხუთე ქვეყანა გახდება აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, რომელსაც მთვარეზე საკუთარი აპარატი ეყოლება.

იაპონურმა რაკეტამ ასევე დედამიწის ორბიტაზე სატელიტი X-Ray Imaging and Spectroscopy Mission გაიყვანა, რომელიც იაპონიის, ამერიკისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია. სატელიტზე განთავსებულია ტელესკოპი, რომელიც კოსმოსურ ფენომენებს შეისწავლის, მაგალითად შავ ხვრელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო