იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

16 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/u_lFrPi4g.webp

ტოკიოში მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ფედერაციის (WSKF) ორგანიზებით 6-7 აგვისტოს შოტოკან კარატეში XV მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატეს ფედერაციის გუნდიც მონაწილეობდა.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მსაჯი იყო მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი, IX დანის მფლობელი, მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონი, შიხან ჰიტოში კასუია.

„იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჭაბუკა მახარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში I ადგილი და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში შოტოკან კარატე დოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2015 წელს ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. წარმატებით იასპარეზა ვეტერანთა შორის ნოდარ ხაჩიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალურ კუმიტეში I ადგილი და ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლს დასჯერდა.

ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო