იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში შაბათს კიევში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ წინასწარ გაცხადებული არ ყოფილა. ეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰაიაში თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან მოლაპარაკებებს გამართავს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს იაპონიის "ურყევ მხარდაჭერას" კიევის მიმართ.
მოსალოდნელია, რომ ორივე მხარე განიხილავს იაპონიისა და უკრაინის საინვესტიციო კონფერენციას, რომელიც ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენასა და რეკონსტრუქციას შეეხება.
მარტში კიევს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.