იბრაჰიმ კალინი - ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან ახალი, დიდი გარიგება სურს

ამბები
იბრაჰიმ კალინი - ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან ახალი, დიდი გარიგება სურს
ამბები

იბრაჰიმ კალინი - ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან ახალი, დიდი გარიგება სურს

8 ოქტ

erimedia_ravk/1H0qK3V4R.jpeg

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი, „დიდი გარიგების“ გაფორმება სურს. ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის ომი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ახლა საკითხავი ის არის, კიდევ რამხელა ზიანი იქნება მიყენებული მანამ, სანამ მოლაპარაკებები განახლდება.

ჩვენი გაგებით, ბატონ პუტინს დასავლეთთან ახალი, დიდი გარიგების დადება სურს. ეჭვგარეშეა, რომ ნაწილობრივ ეს უკრაინასაც ეხება, თუმცა, აქ საუბარია რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცილებით ფართო შეთანხმებაზე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

მისივე თქმით, რუსეთში მიაჩნიათ, რომ შეთანხმებები, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაფორმდა, დღევანდელი რუსეთის პოზიციას არ გამოხატავს.

„არსებობს ახალი რუსეთი, ახალი სამყარო, ახალი რეალობა და მათ სურთ, ჰქონდეთ ახალი გარიგება“, – თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო