იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ალიანსის წევრობაზე, გადაწყვეტილებას 30 წევრი ქვეყანა კონსენსუსით მიიღებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ალიანსის წევრობაზე, გადაწყვეტილებას 30 წევრი ქვეყანა კონსენსუსით მიიღებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ალიანსის წევრობაზე, გადაწყვეტილებას 30 წევრი ქვეყანა კონსენსუსით მიიღებს

30 სექ

erimedia_ravk/UTR22dVVg.jpeg

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის კომენტარისას აღნიშნა.

სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი, გადაწყვეტილება კი - 30 წევრი ქვეყნის კონსენსუსის შედეგად მიიღება.

„ევროპაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება ნატო-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს და ნატო ამ უფლებას პატივს სცემს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ეს ვაჩვენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მადრიდის სამიტზე ალიანსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს. წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიიღება 30 წევრი ქვეყნის მიერ, კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენი ფოკუსი ახლა არის უკრაინისთვის მყისიერი დახმარება რუსეთის სასტიკი ინტერვენციისგან თავდასაცავად. ამჟამად, ეს არის ნატო-ს ალიანსის მთავარი ფოკუსი და ძალსიხმევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ დღეს განაცხადა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო