erimedia_ravk/Q730H6mSg.jpeg

ილჰამ ალიევი - ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი

ამბები
ილჰამ ალიევი - ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი
ამბები

ილჰამ ალიევი - ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი

erimedia_ravk/Q730H6mSg.jpeg
21 სექ

ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს.

„რთული რელიეფის პირობებში, მტრის მიერ მრავალი წლის განმავლობაში აშენებული სიმაგრეების არსებობის პირობებში, ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი და მოკლე დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით. მთლიანად განადგურდა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სამხედრო ტექნიკა“ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ლაჩინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნამდე სომხეთიდან აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში უკანონოდ შეიტანეს ნაღმები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დაამონტაჟეს.

ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყებამდე ყველა სამხედროს მისცა მითითება, მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული ყოფილიყო.

„ჩვენ ამას მივაღწიეთ ზუსტი იარაღის გამოყენებით, ამავდროულად, ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის წყალობით, მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაცულად გრძნობდა თავს. ამასთან ერთად, სამხედროებმა მიიღეს ინსტრუქციები, არ განეხორციელებინათ თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე”, – აღნიშნა ალიევმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო