erimedia_ravk/naJ-6dMIR.jpeg

ილჰამ ალიევი - გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ვისაუბრეთ ამაზე, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა

ამბები
ილჰამ ალიევი - გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ვისაუბრეთ ამაზე, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა
ამბები

ილჰამ ალიევი - გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ვისაუბრეთ ამაზე, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა

erimedia_ravk/naJ-6dMIR.jpeg
8 ოქტ

ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის, ეს შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლირებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრტან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, თბილისთან ახლოს. ბატონ პრემიერთან ჩემი საუბრის დროს აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ნებისმიერი ადგილი არის მშვენიერი და ლამაზი და ეს არის ყველაზე დიდი აქტივი ხალხთან ერთად. ორივე ლიდერმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია, ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და ჩვენი მეგობრობის გაძლირებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, ძალიან მეგობურლია გარემო და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი და მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდათ ძალიან ძლიერი მეგობრობა, საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ძალიან ძლიერი ურთიერთობა. საბჭოთა აზერბაიჯანის, საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, რათა ქვეყნები დაეახლოებინათ, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც, მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძალიან ძლიერი ბმა თავიანთ მიწასთან, თავიანთ ერებთან და ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო ყველაზე გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ძალიან ბობოქარი პერიოდი, რომელსაც ვიხსენებთ და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული, დაეხმარა აზერბაიჯანს და საქართველოს, გაეძლიერებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა. მათი ძალისხმევის, მათი შრომის წყალობით, დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ, მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს და კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ქვეყნები, ჩვენი ერები. გამოწვებები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, და დღეს ბატონ პრემიერთან საუბრის დროს საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ახლა არის სწორედ ის დრო. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო