erimedia_ravk/bppxptPIg.jpeg

ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს

ამბები
ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს
ამბები

ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს

erimedia_ravk/bppxptPIg.jpeg
20 მაი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს.

„პრეზიდენტ საიედ იბრაჰიმ რაისის სახით, ირანელმა ხალხმა დაკარგა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მთელი ცხოვრება თავგანწირვითა და ერთგულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. მისი ნათელი ხსოვნა მარადიულად იცხოვრებს ჩვენს გულებში. ამ სამწუხარო დღეს გისურვებთ, რომ უფალმა მოჰგვაროს მოთმინება მოძმე და მეგობარ ირანელ ხალხს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და მთელ თქვენს ხალხს“, – ნათქვამია ალიევის წერილში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს.

ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ბორტზე სულ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. იბრაჰიმ რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი კაშხლის გახსნის ცერემონიიდან ბრუნდებოდა, რომელზეც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო