ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

1 ივნისი, 2022

erimedia_ravk/u4kEW-9ng.webp

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში, ადიანა ვალეანთან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან და იანეს ლენარჩიჩთან შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისრებთან შეხვედრებზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და აქტუალურ მიმართულებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დინამიკურ პროცესზე.

„მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შემდგომ ნაბიჯებს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს, რაც სწორედ ქვეყნის მიერ წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ დადგა. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებში.

დარგობრივ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეფასდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები.

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ადიანა ვალეანესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში.

კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კრიზისების მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ კოვიდ-პანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში.

გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისართან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და გამოთქვა ევროკომისიის მზაობა, კიდევ მეტად გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში.

ევროკომისრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ მუშაობას ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების ახალი 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკომისრების პარალელურად შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო