ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/3Pwvkx7Vg.jpeg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან, ჰელგა შმიდს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო